საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან, ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორების გასაუბრება მიმდინარეობს

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორების გასაუბრება მიმდინარეობს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამა ორმოცდარვა სტაჟიორმა წარმატებით დაასრულა. ამ ეტაპზე საბჭოს წევრებთან ყოფილი სტაჟიორები გასაუბრებას გადიან.

„სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები და გამოცდები, ხოლო მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.

პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება და საბჭოს მიერ დადებითად შეფასდებიან, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.

დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება