თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობოების განცხადებაზე - 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე, შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და კანონი მათ არ შეეხება - „აკაცუკიზმი“ უნდა დასრულდეს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, „ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევაა“.

„აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. „აკაცუკიზმი“ უნდა დასრულდეს. თუ უნდათ, ექსპერიმენტი ჩაატარონ. მივიდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში 50 კაცი თუნდაც, გადაკეტონ ცენტრალური გამზირი და როგორც იქ მოიქცევა პოლიცია, ვთხოვოთ ჩვენ პოლიციას, რომ გაიმეოროს“, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის