Reuters - იტალიაში პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა

იტალიაში პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება ქალაქ ვერონასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, რის შედეგადაც სამი კარაბინიერი დაიღუპა და 12 დაშავდა.

მეხანძრეების განცხადებით, სახლი გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად ადგილზე მცხოვრები ერთი ქალი დაშავდა, ხოლო 7 მეხანძრე საავადმყოფოში შემოწმებებისთვის გადაიყვანეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია სახლში მცხოვრები სამი და-ძმის გამოსახლების ბრძანების შესრულებას ცდილობდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პოლიციელების დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება