ირაკლი კობახიძე - ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ხვალ შედგება - გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობაზე, ჩვენი მიზანია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავააქტიუროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ხვალ შედგება, სადაც მოხდება საქართველოსთვის ეუთოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ეუთოს ის დასკვნა საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც „მას ქართველი ოპოზიციონერები დაესხნენ“.

„შეხვედრა არის ხვალისთვის დაგეგმილი, ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ამ შემთხვევაში ეუთოს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ შარშან ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო ეუთოს თავს დაესხა არა მარტო შიდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ თავს დაესხნენ მათი უცხოელი მფარველები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა, ამ კუთხით იქნება სრული ღიაობა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი