ირაკლი კობახიძე განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში, ასევე, მოვიგეთ საქმე ჰააგაში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად

ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, როცა საქმე ეხება სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენას სასამართლო ინსტანციებში, ყველგან ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას ეკავა ძალიან პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ, ხელისუფლების პრინციპული პოზიციის დამსახურებაა ყველა მოგებული საქმე როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.

„ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს.

„ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“, - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო