ალექსანდრ სირსკი - დრონებმა ფრონტის ხაზზე ე.წ. სიკვდილის ზონა გააფართოვა და ის ახლა 10 კილომეტრს აღწევს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის დრონებმა ფრონტის ხაზზე ე.წ. სიკვდილის ზონა (kill zone) გააფართოვა და ის ახლა 10 კილომეტრს აღწევს.

„ომის ამჟამინდელ ეტაპზე, ბრძოლის ველის რეალობას თავდასხმის დრონები განსაზღვრავს და „ქილ-ზონა“ („სიკვდილის ზონა“) ამჟამად 10 კილომეტრს აღწევს. ამ პირობებში, ჩვენი ლოჯისტიკისა და სამხედრო მედიცინის შესაძლებლობები გადამწყვეტია დაჭრილების სწრაფი ევაკუაციისთვის. ომი უკრაინელი ქვეითი ჯარისკაცის საჭიროებების პრიზმიდან უნდა განვიხილოთ და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო მხარდაჭერის შესახებ ყოველთვიური სამუშაო შეხვედრა გამართა და ტერიტორიული თავდაცვის 106-ე ცალკეული ბრიგადის სამედიცინო სამსახურის მიერ ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ ანგარიში მოისმინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს