სამოქალაქო აქტივისტმა, ისაკო დევიძემ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა, ისაკო დევიძემ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

აღნიშნულის შესახებ დევიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად წერს.

„სალამი, მეგობრებო! გამოვედი კარგად დასვენებული და საბრძოლო შემართებით! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე საქართველოს სიყვარულისათვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, - წერს დევიძე.

ცნობისთვის, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე სასამართლომ 25 სექტემბერს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, დევიძეს 20 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სამოქალაქო აქტივისტი 24 სექტემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს