სერგეი ლაგოდინსკი - საქართველო ახალი მეთოდებით თავისუფლების ჩახშობის ყველაზე ინოვაციური ლაბორატორიაა - ქვეყანა ახლა შიშის სულისკვეთებით იმართება

საქართველო ახალი მეთოდებით თავისუფლების ჩახშობის ყველაზე ინოვაციური ლაბორატორიაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ახლა შიშის სულისკვეთებით იმართება.

„საქართველო პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე თავისუფლების მოყვარე, ყველაზე მხიარული ქვეყანაა. ბოდიში, რომ სტერეოტიპებით ვსაუბრობ, მაგრამ მგონია, რომ დადებითი სტერეოტიპები დაშვებულია.

და მტკივა იმის დანახვა, რომ ეს ქვეყანა ახლა იმართება შიშის სულისკვეთებით, ანტი-ლიბერალიზმის სულისკვეთებით, დამოკიდებულებების სულისკვეთებით, რომლებიც უკან იყურება და არა მომავალში.

ყოველთვის ასე იყო და მგონია, რომ ტრივიალურია ამის თქვა, რომ მსგავს სიტუაციებში პირველი მიზანი არის უმცირესობები, სოციალური საზოგადოება და მედია. და ამიტომ გახდა მზია [ამაღლობელი] ასეთი სიმბოლური. არა უბრალოდ იმიტომ, რომ ის ასეთი მამაცია - ის მამაცია! რაც მან გააკეთა, როგორ მოიქცა და როგორც იქცევა - ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია. მაგრამ ეს ასევე სიმბოლურია საქართველოსთვის, რომელიც ახალი მეთოდებით თავისუფლების ჩახშობის ყველაზე ინოვაციური ლაბორატორიაა”, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება