ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე - ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში - ეუთო მზად არის, ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს მისიასთან ერთად

ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საზღვრის დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ განაცხადა.

ეუთო-ს თავმჯდომარის განცხადებით, შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი სამომავლოდ მშვიდობის მშენებლობის პროცესში და ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს.

„ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საზღვრის დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ მეტი საქმიანობის პოტენციალს ამ მიმართულებით და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. ეუთო მზად არის, რომ ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს ეუთოს მონიტორინგის მისიასთან ერთად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი სამომავლოდ მშვიდობის მშენებლობის პროცესში. მოგიწოდებთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გაკეთდეს“, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს