მაკა ბოჭორიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად - ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

როდესაც ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, როდესაც საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს „შეტევები“, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის პარლამენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის პარლამენტი მათ შორის, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ ხელისუფლებას.

აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, რომელიც აკეთებს არჩევანს და ნამდვილად ყველა ვალდებულია, რომ დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც მათი არჩევანის შედეგად აირჩევა. ამ პატივისცემის კონტექსტში ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია [უნდა] გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა. კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი, ყველასთვის ერთნაირი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სუბიექტი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს