„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ უსაფრთხოების დღე აღნიშნა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ უსაფრთხოების კვირეული დაიწყო გზავნილით — „ჩვენ თითოეულ დღეს უსაფრთხოებით ვიწყებთ!“ - ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვირეული თანამშრომლებთან შეხვედრით გაიხსნა, სადაც კომპანიის მენეჯმენტმა უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესებასა და არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სატვირთო მანქანის მძღოლებზე. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ნავსადგურში მოძრაობის წესები, გადასცეს ამრეკლი ჟილეტები და ციმციმები, და უსურვეს უსაფრთხო მგზავრობა.

უსაფრთხოების კულტურის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, კომპანიის თანამშრომლებმა კონტრაქტორებთან და მომხმარებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნავსადგურში მიმდინარე პროცესებზე, მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ძალისხმევით უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

გლობალური უსაფრთხოების დღის ფარგლებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ფოთის საჯარო სკოლებს უსაფრთხოების აღჭურვილობა გადასცა, ხოლო მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სწავლება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების თემაზე.

„უსაფრთხოება მხოლოდ მიზანი არ არის, ეს არის მიდგომა და ყოველდღიური არჩევანი. გლობალური უსაფრთხოების დღეს მსურს მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს - ჩვენს 800-კაციან გუნდს - უსაფრთხოებაზე თქვენი მუდმივი ზრუნვისთვის. ერთად მივაღწიეთ განსაკუთრებულ წარმატებას: 2,029 დღე ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გარეშე. ეს მიღწევა ჩვენი საერთო სიფრთხილის, დისციპლინისა და ერთმანეთისადმი ზრუნვის შედეგია“, - აღნიშნა „ეიპიემ ტერმინალ ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან რიოდერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება