საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან მართავს. მატჩი იზმითში ტარდება.

როგორც ცნობილია, 4 სექტემბერს, თბილისში მუნდიალის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩი თურქეთმა საქართველოს ნაკრებს 3:2 მოუგო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, რითაც მესამე ადგილზეა; თურქეთს კი - 6, რაც მას მეორე ადგილზე აყენებს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩზე მეორე ადგილისთვის იბრძოლებს. ჯგუფის ლიდერი 9 ქულით ესპანეთია, ბულგარეთს კი 0 ქულა აქვს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება