Reuters - აშშ-მა ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო უცხო ქვეყნის ექვს მოქალაქეს ვიზები გაუუქმა

აშშ-მა ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო უცხო ქვეყნის ექვს მოქალაქეს ვიზები გაუუქმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს ვალდებულება უმასპინძლოს უცხოელებს, რომლებსაც ამერიკელების სიკვდილი სურთ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უწყებამ ვიზები სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, მექსიკის, ბრაზილიის, გერმანიისა და პარაგვაის მოქალაქეებს გაუუქმა.

შეგახსენებთ, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელს, კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს 10 სექტემბერს იუტას ველის უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიების დროს ესროლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება