„არემჯის“ წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ

კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები გაეროს გლობალური შეთანხმების ევროპული ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მეათე ურთიერთსასწავლო შეხვედრაზე ლონდონში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ღონისძიება ევროპული კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების (due diligence) რეგულაციას შეეხებოდა და მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ.

„ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში „არემჯის“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო პრაქტიკულ სწავლებებში და დაესწრნენ სემინარებს, რომელთაც ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში აღიარებული ექსპერტები უძღვებოდნენ.

„არემჯი“ 2022 წლიდან გაწევრიანებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში (UNGC NG) და ოფიციალურად არის გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი. კომპანია ჩართულია მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელებაში და ზრუნავს კომპანიის შიდა პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე.

ლონდონში გამართულ მაღალი პროფილის ღონისძიებაში მონაწილეობამდე, კომპანიის თანამშრომლებმა ადამიანური რესურსებისა და იურიდიული დეპარტამენტებიდან, გაიარეს UNGC-ის მიერ ორგანიზებული ექვსთვიანი აქსელერაციის პროგრამაც, რომელიც ბიზნესისა და ადამიანის უფლებებს შეეხებოდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომლის კომპანიაში დანერგვა იქნება მდგრადობისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი“,-აღნიშნულია „არემჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნახევარწლიანი პროგრამის და ლონდონში გამართული შეხვედრიდან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენთვის, როგორც კომპანიის წარმომადგენელბისთვის. როდესაც ორგანიზაცია ღიაა სიახლეებისთვის და მისი ხედვა განვითარებისკენაა მიმართული, ამ დროს იმ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაცნობა, რომელთაც უკვე ათწლეულებია აღნიშნული პრაქტიკები აქვთ დანერგილი, რა თქმა უნდა, შეუფასებელია. მოხარული ვარ, რომ ამ გამოცდილებით, შევძლებ წვლილი შევიტანო ბიზნესისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაში“,- განაცხადა შრომის და ხელფასების განყოფილების სპეციალისტმა, სოფიკო ყურაშვილმა.

კომპანიის განმარტებით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში „არემჯი“ მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ღირსეული დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. აღნიშნული მიზნის შესასრულებლად კომპანია აქტიურად აგრძელებს ადამიანური უფლებების დაცვისა და სამართლიანი შრომის პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო