კახა კალაძე - ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე სკვერს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე სკვერს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„ნაძალადევის რაიონს, ანაპის 414-ე დივიზიონის ქუჩაზე („უნივერსამის“ მიმდებარე ტერიტორია) კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდა შადრევანი, განათების ბოძები, ტრენაჟორები, საბავშვო გასართობი ატრაქციონის კომპლექტი და დასასვენებელი პავილიონი. აღნიშნული სივრცე ყველანაირად მოწესრიგდა.

მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც აღნიშნული სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობდა. ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება