უკრაინის გენშტაბი ფეოდოსიაში ნავთობტერმინალზე მეორე დარტყმას ადასტურებს - დაზიანდა 16 რეზერვუარი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 ოქტომბრის ღამეს დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზე მეორე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საწვავის შესანახი 16 ავზი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გრძელდება.

გენერალურმა შტაბში განმარტავენ, რომ ფეოდოსიის ტერმინალი რუსი ჯარების საწვავითა და საპოხი მასალებით მომარაგების მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კავშირს წარმოადგენს. ავზებში დაახლოებით 193 000 კუბურ მეტრი მოცულობის ნავთობპროდუქტების შენახვაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, 14 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს P-18 რადარზე ოკუპირებულ ყირიმში, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზე ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საბრძოლო მასალის საწყობზე დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება