მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი რეაბილიტირდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, დამთვალიერებელს კვლავ ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს განახლებული მუზეუმის სივრცეში დაცულ ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ მასალას.

„მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით, ეროვნული გმირის დედის — ოლღა დემურია-კოსტავას მხარდაჭერით დაარსდა. დღეისთვის მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და ეროვნული მოძრაობის მონაწილეებთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტური მასალა: მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტოარქივი, წერილები, არალეგალური გამოცემები და სხვა იშვიათი არტეფაქტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო სამუშაოები.

„რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 2025 წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე, შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაში იყო ჩართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა