ელინა ვალტონენი - ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

„დღეს ვნახე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ადგილობრივი თემების საკეთილდღეოდ. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ სპეტი მისიასთან ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდასაჭერად“, - წერს ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი განცხადებით, ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის პრინციპებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდე პოზიციებს“, - წერს ელინა ვალტონენი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს