ფინეთის თავდაცვის მინისტრი - ფინეთი ნატო-ს ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს

ფინეთი ნატო-ს ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამოაცხადა.

„უკრაინის თავდაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტულ აშშ-ის სამხედრო მარაგებზე. აშშ-მა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე ომის ფინანსური პასუხისმგებლობა ევროპაზე გადადის. ამიტომ, ახლა კონკრეტული ამერიკული შეიარაღების დაფინანსება თავად ევროპულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ფინეთი ინიციატივა PURL-ის ფარგლებში „თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს“.

„მსგავსი პასუხისმგებლობის აღებას სხვა ევროპული ქვეყნებისგანაც ველით. უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება ევროპისა და ფრონტის ხაზთან ახლოს მყოფი ქვეყნების ინტერესებშია“, - აღნიშნა ჰაკანენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს