„სელფი მობაილმა“ მხოლოდ სექტემბერში საქართველოს მასშტაბით 46 ახალი სადგური დაამატა

„სელფი მობაილმა“ 46 ახალი სადგური დაამატა. კომპანიის ცნობით, სადგურები დაემატა მთიან რეგიონებშიც.

ქსელის სიახლეების შესახებ „სელფი მობაილი“ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს მიმართავს.

„დაპირებისამებრ, ვაგრძელებთ შენს ინფორმირებას ქსელში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ამჯერად, მხოლოდ სექტემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით დავამატეთ 46 ახალი სადგური, მათ შორის მთიან რეგიონებშიც.

ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა: ქსელის გამტარიანობა ; დაფარვის არეალი; ინტერნეტის ხარისხი.

შედეგად, შენ გექნება უფრო სწრაფი და სტაბილური ინტერნეტი, უკეთესი მიღება და დაფარვა იქ, სადაც აქამდე არ იყო. ქსელის განვითარება ჩვენი #1 პრიორიტეტია“,- ნათქვამია „სელფი მობაილის“ განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება