პროკურორი გელა უძილაურს - თქვენ იმ ტელეფონს და იარაღს არ მოიშორებდით, ეს არის ის მტკიცებულება, რომლითაც გახვალთ დამკვეთებზე

თქვენ იმ ტელეფონს და იარაღს არ მოიშორებდით, ეს არის ის მტკიცებულება, რომლითაც გახვალთ დამკვეთებზე, - ამ სიტყვებით მიმართა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ გელა უძილაურს.

როგორც ვეფხვაძემ მის დასკვნით სიტყვაში განმარტა, გელა უძილაურს მკვლელობის შემდეგ დაპირდნენ, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა.

ამასთან, ვეფხვაძის თქმით, გელა უძილაური ლევან ჯანგველაძეს 16,18,21 თებერვალს, სასტუმრო „ამბასადორთან" უთვალთვალებდა და მკვლელობისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა.

პროკურორის თქმით, გიორგი მიქაძეს გელა უძილაურის ანგარიშზე სხვადასხვა თვეში, რამდენიმე ათასი დოლარი აქვს ჩარიცხული.

„ამის ფონზე, გელა უძილაური გვეუბნება, რომ დავით და გიორგი მიქაძეებს არ იცნობს",- განაცხადა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, გელა უძილაურის პირადი ჩხრეკისას 17 000 ლარი ამოუღეს, სახლის ჩხრეკისას კი 2000 დოლარი და 2000 ლარი.

„ლევან ჯანგველაძე გელა უძილაურს არც არასდროს შეხვედრია, ერთხელ შეხვდა და მოკვდა! ვეძებთ სვეტას - ვეძებთ და არ ვიცით - სად. სერგეი ბონდარენკო - სად წავიდა ეს კაცი. უძილაურს რამდენი ტელეფონი აქვს - არ ახსოვს, რამდენი ნომერი აქვს, არ ახსოვს, სად რჩება, არ ახსოვს, არადა, ჯანმრთელია!... გელა უძილაური საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, სპეცრაზმელია, ბიზნესმენი, პირადი დაცვა, თუ ექიმბაში... ფაქტი სახეზეა, სრული სიცრუე ისაუბრა სასამართლოში... კარგი, სერგეი ბონდარენკო ვერ ვნახეთ, სად არის სვეტა, არის კი სვეტა?"- განაცხადა ვეფხვაძემ.

მან ბრალდებულსაც მიმართა და უთხრა, რომ ის დარწმუნებულია, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტელეფონი არ გადაუგდია და თუკი, დარწმუნდება, რომ ის „გადააგდეს" მას გამოაჩენს.

„თქვენ იმ ტელეფონს და იარაღს არ მოიშორებდით, ეს არის ის მტკიცებულება, რომლითაც გახვალთ დამკვეთებზე. როცა თქვენ ჩვენება მიეცით, მეგონა, გამბედაობა გეყოფოდათ და სიმართლეს იტყოდით.

7 თვის განმავლობაში დუმდით, ალბათ, ჯობდა, ისევ გაეგრძელებინათ დუმილი. მჯერა, რომ თქვენი არჩევანი არ ყოფილა, თქვენ ჩვენება მიგეცათ",- განაცხადა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, უტყუარად დასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძეს გელა უძილაური არ იცნობდა და შეკვეთით მკვლელობა ჩაიდინა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო