ირაკლი ქადაგიშვილი - მიმდინარეობს დესტრუქციული ტალღა, რათა განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ!

მიმდინარეობს დესტრუქციული ტალღა - დამხობის 4 ოქტომბერი და გარედან დამამხობელთა მიერ გაკეთებული განცხადებები, რათა განვითარებული და სტაბილური საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ! - ამ კონტექსტში აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ვიზიტს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართველი ხალხის ხედვასა და არჩევანს ვერასდროს მოერევიან“.

„გუშინ ვიხილეთ ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკეტვის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო 4 ოქტომბრის შემოქმედთა ამ ნაწილს და როგორც ეუთოს ხელმძღვანელმა არაფერი თქვა იმ სადამკვირვებლო მისიის შედეგებზე, რომელმაც 2024 წლის 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა. არაფერი თქვა იმ არჩევნებზე, სადაც მილიონ 400 ათასი ქართველი გამოვიდა და მხარი დემოკრატიას და განვითარებას დაუჭირა, მაგრამ ილაპარაკო იმ 50-მდე ადამიანის მხარდასაჭერად, რომელსაც დესტრუქციის, ქვეყნის განვითარების შეფერხების ამოცანა აქვს.

ვერასდროს მოერევი ქართველი ხალხის ხედვასა და არჩევანს, მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ მიმართულს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს