ნიკოლოზ სამხარაძე - ქალბატონმა ვალტონენმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს - სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ არ უნდა ჩაერიო ქვეყნის საქმეებში და გაემიჯნო ძალადობას

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მკაცრად ვგმობ იმ არამეგობრულ აქტს, რომელიც გუშინ, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიდინა. ეს, გარდა არამეგობრული აქტისა, იყო ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ სულ რაღაც 10 დღის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას, - ასე შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მიერ რუსთაველზე, აქციის მონაწილეებთან ვიზიტი.

მისივე თქმით, ელინა ვალტონენი დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, საიდანაც განცხადება გაავრცელა, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა, „სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიო და მინიმუმ, ძალადობას უნდა გაემიჯნო“.

„დღეს, ქალბატონი ვალტონენი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და მან გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ და ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს - ამაზეა ნათქვამი, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო", ძალიან კარგია და მადლობელი ვართ რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა ჩაერიო ამ ქვეყნის საქმეებში, არ უნდა დაიჭირო ამ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური რომელიმე პარტიის პოზიცია და როგორც მინიმუმ, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს. ამიტომ, ეს იყო ნამდვილად ძალიან არამეგობრული ჟესტი და მე გპირდებით, რომ ეუთოს შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე მე ამ საკითხს დავაყენებ, თუმცა, იმას ვერ გპირდებით, რომ როდესაც შემდეგი საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, ეს ქალბატონი ისევ იქნება ეუთო-ს თავმჯდომარე, იმიტომ, რომ მას დაახლოებით ერთ თვეში ვადა გასდის. თუმცა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ არის ეუთოს ქმედებებზე საპარლამენტო ზედამხედველობისთვის შექმნილი და ჩვენ, როგორც ეუთოს სრულუფლებიან წევრ ქვეყანას, სრული უფლება გვაქვს, რომ ეს საკითხი დავაყენოთ საპარლამენტო ასამბლეაზე და კიდევ ერთხელ, მკაცრად დავგმოთ ეს საქციელი," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება