თაზო დათუნაშვილი - კობახიძე რომ ეუთოს თავმჯდომარეს ლანძღავს, გასაკვირი არაა, ფინელი მინისტრი რომ ბოჭორიშვილს შეხვდა, გასაკვირი ეს იყო - ერთი ნაბიჯია აქედან დიპლომატების გაძევებამდე, საზღვრის დაკეტვამდე - ეს არ არის ჰიპოტეტური

კობახიძე რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლანძღავს, გასაკვირი არაფერია. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული შეხვდა, გასაკვირი ეს ნაწილი იყო, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი პრემიერ-მინისტრის,ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ქვეყანაში სრული ტემპით მიდის აბსოლუტური პოლიტიკური დეგრადაცია.

„ის, რომ საქართველოს ხელისუფლების უზურპატორები არიან პრორუსები, იზოლაციონისტები, ერთგვარი ნეობოლშევიკები თანამედროვე საქართველოში და აბსოლუტურად ფანტასმაგორიულ ტყუილზე და ზღაპარზე დაფუძნებულ ბრალდებებს ისვრიან მარცხნივ და მარჯვნივ და მათ შორის, ამ ბრალდებების ადრესატი ახლა გახდა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის ლოგიკური ჯაჭვი და იმ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რა პოლიტიკასაც „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ახორციელებს - ეს არის საქართველოს სრული იზოლაცია რუსულ ავტორიტარულ სამყაროში, არამარტო რუსულ, ზოგადად ავტორიტარულ სამყაროში. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ძალიან მძიმე ფაზაში შევედით. ყველას უნდა ესმოდეს,რომ ერთი ნაბიჯია აქედან და დიპლომატების გაძევებამდე, საზღვრის დაკეტვამდე. ეს ყველაფერი რეალობაა, არაფერი არ არის ჰიპოტეტური. საზღვრებიც დაკეტილია, ფაქტობრივად. ადამიანებს შიგნით და გარეთ უშვებენ KGB-ს კონტროლის ქვეშ. ამ ქვეყანაში სრული ტემპით მიდის აბსოლუტური პოლიტიკური დეგრადაცია. ის, რომ ამ ადამიანს დღეს, მთელი „ქართული ოცნება“ ლანძღავს, ეს არის ამ პოლიტიკის ლოგიკური ნაწილი“, -განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი