BTU ევროპული უნივერსიტეტების სამეულში მოხვდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციისა და განათლების პლატფორმა EIT Digital-ისგან ევროპის „წლის ტრენერის“ ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული აღიარება EIT Digital-ის Deep Tech Talent Initiative (DTTI) ინიციატივის ფარგლებში მოხდა, რომელიც მიზნად ისახავს ღრმა ტექნოლოგიების მიმართულებით ერთი მილიონზე მეტი სპეციალისტის გადამზადებას ევროპის მასშტაბით.

EIT Digital-ის Deep Tech Talent Initiative-ის ფარგლებში ევროპის „წლის ტრენერის“ ჯილდო 2023 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ იმ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან ტექნოლოგიების სწავლებისა და ტრენინგების მიმართულებით. ინიციატივის მიზანია 2025 წლის ბოლომდე ევროპის მასშტაბით ერთი მილიონი ადამიანი გადამზადდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, კვანტური ტექნოლოგიები და ციფრული ინოვაციები. კონკურსში მონაწილეობენ წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები და ტექნოლოგიური ჰაბები. გამარჯვებულის შერჩევის დრო მნიშვნელობა ენიჭება ისეთ კრიტერიუმებს, როგორიც არის სწავლების ხარისხი და ინოვაციურობა. EIT Education and Skills Days ღონისძიება, ყოველწლიურად ტარდება ბრიუსელში და აერთიანებს EIT-ის ოთხ მთავარ მიმართულებას: Skills Academies, Deep Tech Talent Initiative, Women and Girls in STEM და Higher Education Initiative. ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი უნივერსიტეტები, კომპანიები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და ინოვატორები ევროპიდან. პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სტუდენტურ გამოწვევებს, Keynote სესიებსა და Networking აქტივობებს — სადაც ციფრული განათლებისა და ინოვაციების საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები ზიარდება.

EIT Digital ევროპის ყველაზე დიდი ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც ქმნის კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ, სამართლიან და მდგრად ციფრულ ევროპას. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს, კორპორაციებს, კვლევით ინსტიტუტებსა და სტარტაპებს ერთ ღია ინოვაციურ ეკოსისტემაში, სადაც სტუდენტები, მკვლევრები, ინჟინრები და მეწარმეები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის – ციფრული ინოვაციების, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის.

EIT Digital-ის მიზანია შექმნას ძლიერი ციფრული ევროპა, რომელიც ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადია – ევროპა, რომელიც ინოვაციებითა და განათლებით განამტკიცებს საკუთარ მომავალს.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო