გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს, 10:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, საყდრიონი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ოსკარ შმერლინგის ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში ქვეშეთი, მლეთა, ნადიბაანი, ამირნი, გოგნაური, ბედონი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება