მარკ რუტე -  უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას ნატო-ს წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა - უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და გაგრძელდება

ნატო-ს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს, ალიანსის წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო თავდაცვითი ალიანსია და ის თავდაცვით ალიანსად დარჩება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს თავდაცვითი ალიანსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, ჩვენი ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტერიტორიის დასაცავად“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა გაგრძელდება.

„უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ეს გაგრძელდება“, - აღნიშნა რუტემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს