4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზეა მოწვეული. ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება კი 29 ოქტომბრიდან დაიწყება.

ცესკოს ცნობით, თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.

ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა.

შედეგების მიხედვით, თბილისის მერად არჩეულია “ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 215 363 ამომრჩევლის ხმა - 71.627% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

ცესკომ ასევე თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 325 061 შეადგინა. თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა: - “კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 1 მანდატი, “ძლიერი საქართველო-ლელო“ - 2, “გირჩი“ – 2, “ქართული ოცნება“ - 20 მანდატი.

მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში 25-ვე მანდატი “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს