16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე „ანტიკრიზისულ პლატფორმას“ წარადგენენ

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და პროტესტში მონაწილე მოქალაქეები ანტიკრიზისულ პლატფორმაში ერთიანდებიან, რომელსაც 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ოფიციალურად წარადგენენ.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პლატფორმა წარმოადგენს „ქვემოდან-ზემოთ“ (bottom-up) ინიციატივას, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას, პროფესიონალიზმს, ანალიტიკურ მუშაობას და დემოკრატიული, ევროპული ღირებულებების დაცვას.

„პლატფორმის მიზანია შექმნას ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს კრიზისიდან მშვიდობიანად და სისტემურად გამოიყვანს, გააერთიანოს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და შექმნას სივრცე, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია.

პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მანიფესტში ასახული პრინციპები: ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების უპირატესობა; სისტემური, ანალიტიკური ხედვა; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა; ინკლუზია და კონსენსუსი; ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ევროპული ორიენტაცია.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნობა პლატფორმას, მის პრინციპებს, ვებ-გვერდს და ჩართულობის შესაძლებლობებს, ასევე არსებულ ინიციატივას, რაზეც პლატფორმაში რამდენიმე თვეა მუშაობენ, კვლევას და ანალიზს.

ანტიკრიზისული პლატფორმა არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას ან მოძრაობას. ის არ ემსახურება პირად ან პარტიულ ინტერესებს. მისი ძირითადი პრინციპია: ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან მოქალაქეების, პროფესიონალებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით.

ყველა დაინტერესებული ადამიანი შეძლებს შემოუერთდეს პლატფორმას, მიიღოს მონაწილეობა ინიციატივის ფორმირებაში და გახდეს ცვლილებების პროცესის აქტიური ნაწილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის