ირაკლი კობახიძე - ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და გადავდივართ სხვა ზომაზე - ვინმე თუ მიჩვენებს ერთ დედაქალაქს მსოფლიოში, სადაც 50, 150, 300 კაცს შეუძლია ყოველდღიურად გადაკეტოს ცენტრალური გამზირი, ხელებს ავწევ

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც განმეორების, რეციდივის შემთხვევაში მოჰყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ჯარიმები და ეს ცვლილებები თავსებადია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე სტრასბურგის პრაქტიკასთან.

„ჯარიმები აღმოჩნდა, რომ იყო არასაკმარისად ეფექტური, რადგან არიან ადამიანები, რომელთაგან ერთ-ერთმა მაგალითად სიამაყით თქვა, რომ უკვე 250 ათასი ლარის ჯარიმა აქვს გამოწერილი, მაგრამ მაინც დადის აქციაზე.

ბევრი უსაქმურია, არ მუშაობს და არც ჯარიმების ამოღების რესურსი არ არსებობს. ასეთი ადამიანები მიდიან და კეტავენ გზას. ამიტომ ეს მაგალითები აჩვენებს იმას, რომ საკმარისად ეფექტური არ არის ჯარიმები და რაც საკმარისად ეფექტური არ არის, ის უნდა შეიცვალოს უფრო ეფექტური საშუალებით. ეს სამართლებრივი ლოგიკაა და ამას გვეუბნება ჩვენ თანაზომიერების, პროპორციულობის პრინციპიც. ჯერ უნდა სცადო იმ ზომის გამოყენება, რომელიც, ფიქრობ, რომ უფრო რბილი და ეფექტურია. თუ ეს ზომა გიჩვენებს, რომ საკმარისად ეფექტური არ არის, შეიძლება, გადახვიდე განსხვავებულ ზომაზე. ამ შემთხვევაში პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც განმეორების, რეციდივის შემთხვევაში მოჰყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა და ვფიქრობთ, ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ჯარიმები. საერთაშორისო სტანდარტებთანაც, სტრასბურგის პრაქტიკასთანაც, ყველაფერთან თავსებადია. ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. სტრასბურგის პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტები, თეორია, პრაქტიკა, ყველაფერთან არის თავსებადი. ვინმე თუ მიჩვენებს მე ერთ დედაქალაქს მსოფლიო მასშტაბით, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 50 კაცს, გნებავთ 150 და 300 კაცს შეუძლია ყოველდღიურად გადაკეტოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, მაშინ ხელებს ავწევ, მაგრამ ასეთი რაღაც უბრალოდ საგიჟეთია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი