ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღს 17 ქვეყანა შეისყიდის

17 ქვეყანა შეისყიდის აშშ-სგან იარაღს უკრაინისთვის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის თავდაცვის მინისტრ, დენის შმიგალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო თავის წინაშე პრიორიტეტს აყენებს “მხარი დაუჭიროს უკრაინის შესაძლებლობას, იბრძოლოს და რაც შეიძლება ძლიერად”.

მან კმაყოფილება გამოხატა იმაზე, რომ აშშ-მა განაახლა თავისი გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა მიაწოდოს PURL ინიციატივის ფარგლებში - ევროპული დაფინანსებით.

რუტემ აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, აღნიშნული ინიციატივა დააფინანსონ, სამჯერ გაიზარდა.

“დღის დასაწყისში ალიანსის ექვს წევრ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულებები PURL-ის ფარგლებში: ეს არის ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, შვედეთი, ნორვეგია და დანია. მაგრამ დღევანდელი სხდომის შემდეგ ალიანსის წევრების ნახევარზე მეტი გვაქვს, 17-მა სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულებები PURL-ის ფარგლებში”, - განაცხადა რუტემ.

ცნობისთვის, ნატოში 32 წევრი სახელმწიფოა. 15 ოქტომბრის ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომამდე მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ PURL-ის ინიციატივას სულ შვიდი ახალი სახელმწიფო შეუერთდებოდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია