სუს-მა დააკავა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ო. გ.

უწყების განმარტებით, საქმე ეხება მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განსახორციელებლად, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის აღების ფაქტს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ო.გ.-მ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ სამი ანალოგიური შინაარსის ყალბი ცნობა დაამზადა. თითოეული ცნობის თანახმად, თითქოს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ მოყვანილი 25 ტონა (ჯამში 75 ტონა) კარტოფილი რეალიზებულ იქნა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტზე.

ო.გ.-ს განმარტებით, მის მიერ საქონლის წარმოშობის შესახებ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა პროდუქციის მაღალ ფასში რეალიზაცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მისი ექსპორტზე გატანის შემთხვევაში, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი მსგავსი პროდუქციის ფასი ბაზარზე გაცილებით მაღალია სხვა ადგილწარმოშობის პროდუქციასთან შედარებით.

აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ო.გ.-მ მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა და 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოართვა 6000 ლარი.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.“-ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს