შსს-მ ბოლო 24 საათში, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დააკავა

სამართალდამცველების მიერ, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგადაც დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „სუბოქსინი“, ,,სუბოტექსი", „მეტამფეტამინი“, „ჰაშიში“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამართალდამცველს, ვინც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველდღიურად, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ღირსეულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

ჩვენ მიერ გაცხადებული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მკაფიო და უცვლელია – კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!“- განაცხადა დარახველიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში