„საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული ბანკია ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით - Global Finance

Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა — ბანკი ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა ტრანსფორმაციის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო იმ პრესტიჟული აღიარებების ნაწილია, რომლებიც საქართველოს ბანკმა წელს მიიღო. ბანკი ზედიზედ მეორე წელს მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა, წელს კი ასევე გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში:

  • მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები.

Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26- წელია ირჩევს. წლევანდელი გამარჯვებულები Infosys-ის – გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

გამარჯვებულები შეფასდნენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება