ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს - ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ - ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ფინეთში იწვევს.

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანას. იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ვარიანტებიდან არჩევანი გააკეთონ“, - წერს ელინა ვალტონენი X-ზე.

ამასთან, ვალტონენს მაგალითად ჰელსინკის დასკვნითი აქტის (1975) ორი მუხლი მოჰყავს.

„ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, მე ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას დააკვირდეთ.

P.S. ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია“, - მიმართავს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი