კახა კალაძე - გამოძიება დაწყებულია, ვისაც აქვს ბრალი გადატრიალების მცდელობაში, პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი, დაელოდეთ!

გამოძიება დაწყებულია. ვისაც აქვს ბრალი გადატრიალების მცდელობაში, პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი, დაელოდეთ! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც ის საუბრობდა, რომ „თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვინც აორგანიზებდა, შემსრულებელი იყო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

„თვეების განმავლობაში ჰქონდათ კამპანია, რომ ისინი აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ისინი დაგვამხობდნენ და ამის აღსრულებაც დაიწყეს. პრეზიდენტის სასახლეზე იყო შტურმი. დაანგრიეს ღობე, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. ეს აღკვეთა პოლიციამ და უწყების შესაბამისმა დანაყოფებმა. ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით, რომ თავი შეეკავებინათ. გინდათ რაღაცის გაპროტესტება? - კი ბატონო, შეგიძლიათ კანონის ფარგლებში გააკეთოთ, მაგრამ ნუ გადააბიჯებთ, ნუ გადახვალთ კანონის მიღმა, თორემ მოჰყვება რეაგირება. ამ ადამიანებმა არ გაითვალისწინეს. თავის არჩევანში ყველა თავისუფალია. რადგან გადადგეს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც მოჰყვება რეაგირება.

დამხობას რაც შეეხება ვინც აორგანიზებდა, შემსრულებელი იყო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

გამოძიება დაწყებულია. ვისაც აქვს ბრალი აღნიშნულ გადატრიალების მცდელობაში, პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი, დაელოდეთ!“- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.

როგორც მან „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, ლევან ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის