შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არასრულწლოვანებზეც გავრცელდეს

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაძლოა, არასრულწლოვანი პირებიც მოექცნენ. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანებზე სისხლის სამართლებრივი ჯარიმა, პასუხისმგებლობა გამასწორებელი სამუშაოთი - 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა - ასევე, 1 წლამდე ვადით იქნება გათვალისწინებული.

ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში გადამუშავდა.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა არჩილ გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს არის პრევენცია, რათა არასრულწლოვანების უკანონო შეკრება- მანიფესტაციების მოწყობაში ჩართვა არ მოხდეს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს, რომლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.

რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, “ქართული ოცნების“ კანონის პროექტით, ზემოთ აღნიშნული აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ორ წლამდე ვადით.

გარდა ამისა, “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის კანონიერ განკარგულებას არ დაემორჩილება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება