ჯო უილსონი - ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, რომელიც შუა დერეფანში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე ამერიკის წვდომას ზღუდავს, რათა პეკინში თავიანთ მევახშეებს ასიამოვნოს. ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდება, როდესაც ისინი პრეზიდენტ ტრამპს დასცინიან და მოთხოვნებს უყენებენ. ახლა მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს ჯო უილსონი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჩინეთმა იშვიათ მინერალებზე ექსპორტის კონტროლი გაამკაცრა. აღნიშნულის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს