კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვა დიპლომატიური მისიის შესრულებაში.

„გიდასტურებთ ქართველი ხალხის და პირადად ჩემს პატივისცემას საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მიმართ. მინდა, გისურვოთ წარმატებები საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ, ასევე, წარმატებები უსურვა დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის განვითარება გაგრძელდება.

„უდიდეს პატივს ვცემ საქართველოს კულტურას, მის ისტორიას, რელიგიას. პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო მთაწმინდის მონახულება. ეს არის ჩემი პატივისცემის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ. ულამაზესია თბილისი და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო გალამაზდება“, - განაცხადა ოლივიე კურტომ.

კახა კალაძემ ოლივიე კურტოს თბილისის მერიაში უმასპინძლა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს