ირაკლი ლექვინაძე - წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება

წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90% წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ,- ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 55%-ით არის გაზრდილი სააგენტოსადმი მომხმარებლების მიმართვიანობა. ლექვინაძის განმარტებით, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ.

„თუ შევადარებთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერს გასული წლის ამავე პერიოდს 55-%-ით არის გაზრდილი სააგენტოსადმი მომხმარებლების მიმართვიანობა. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც მომხმარებელი პირდაპირი გზით იბრუნებს სააგენტოსადმი მომართვის შედეგად. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ნივთს უკან არ იბრუნებენ მოვაჭრეები, ან არ ცვლიან. სექტორულ ნაწილს თუ დავაკვირდებით, ონლაინ ვაჭრობას უჭირავს 70%, ძირითადად არის საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორი, ყიდულობენ ტანსაცმელს, ტექნიკას და ა.შ. საუბარია ქართულ კომპანიებზე და ასევე, უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენს ქართული კომპანიები,“ - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია დარღვევები იმ მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ოპერირებენ.

„ბოლო წლებს თუ შევხედავთ, გაზრდილია დარღვევების მაჩვენებელი. თუ ადრე პირობითი შეთანხმების ვალდებულებები ჭარბობდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი, მოვაჭრე და ჩვენ ვთანხმდებით, რომ დაბრუნდება თანხა, ან აღდგება მომხმარებლის დარღვეული უფლება და გასწორდება სავაჭრო პოლიტიკა, წელს გაზრდილია დარღვევების წილი მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ პრაქტიკულად პრობლემა არ გვაქვს, პრობლემის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ და მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება, ძირითადად, საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან კმაყოფილი მომხმარებელი მსხვილი კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „რადიო იმედის“ ეთერში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება