ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის „ხელისუფლების დამხობისკენ მიმართულ დემონსტრაციაში“ მონაწილეობა „არამეგობრული და დიპლომატიური მისიისთვის შეუფერებელი საქციელია“

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლია, მშვიდად იყოს, იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში კანონიც უმაღლეს დონეზეა აყვანილი, არავინ არ საყვედურობს იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებები იცავენ ფინეთის უსაფრთხოებას და მოქალაქეების სიმშვიდეს და მისგან განსხვავებით, ჩვენ ნამდვილად ვერ შევესწრებით ისეთ დემონსტრაციას, რომელიც ფინეთის ხელისუფლების დამხობისკენ არის მიმართული, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ეუთო-ს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ პრემიერ კობახიძის მიწვევას თავისუფალ მედიასთან შესახვედრად და მისთვის სასურველ დემონსტრაციაზე დასაკვირვებლად.

წილოსანმა ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქტივისტებთან შეხვედრას არამეგობრული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ძვირფასია პარტნიორებთან ურთიერთობა, მსგავს აქციაში არ მიიღებს მონაწილეობას

„საბედნიეროდ, ქალბატონი საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვდგამთ არამეგობრულ ნაბიჯებს და რაც არ უნდა აქცია და დემონსტრაცია იმართებოდეს, განსაკუთრებით ისეთი უმძიმესი დატვირთვით, რომელიც აქ საქართველოში, პარლამენტის წინ მიმდინარეობს, ჩვენი არც ერთი წარმომადგენელი, ვისაც ეძვირფასება ჩვენს პარტნიორებთან მეგობრობა, არ მიიღებს ასეთ აქციაში მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლია მშვიდად იყოს, იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში კანონიც უმაღლეს დონეზეა აყვანილი, არავინ არ საყვედურობს იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებები იცავენ ფინეთის უსაფრთხოებას და მოქალაქეების სიმშვიდეს და მისგან განსხვავებით, ჩვენ ნამდვილად ვერ შევესწრებით ისეთ დემონსტრაციას რომელიც ფინეთის ხელისუფლების დამხობისკენ არის მიმართული, როდესაც ჩვენს შემთხვევაში იდენტურ დემონსტრაციაში იღებს მონაწილეობას, მინიმუმ არამეგობრული და მისი დიპლომატიური მისიისთვის შეუფერებელი საქციელია.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა რა მაკა ბოჭორიშვილთან და დეტალურად გაეცნო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ამის შემდეგ წავიდა და შეუერთდა 50-კაციან აქციას, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მიზნებს ატარებდა. ამ პირობებში ნულია იმის ილუზია მან არ იცოდა რა პროცესში იღებდა მონაწილეობას თუმცა ასევე ძალიან სამწუხაროდ და სავალალოდ ევრობიუროკრატიისთვის, არიან ადამიანები, კონკრეტული ბიუროკრატებიო, რომლებიც იმ აუცილებელ დღის წესრიგში ეწერებიან რომელიც ამ ქვეყანაში შიდა თუ გარე არეულობისკენ არის მიმართული.“-განაცხადა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება