ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის და სპეციალობისთვის, გრანტის ღირებულება არის იდენტური, 2 250 ლარია გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც გადასინჯვას საჭიროებს

გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის, არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის და დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე.

„შემდეგი გამოწვევა არის გაუმართავი დაფინანსების სისტემა. დღეს გვაქვს საგრანტო მოდელი, ერთგვარ ვაუჩერს გასცემს სახელმწიფო თითეულ სტუდენტზე და ამ ვაუჩერის, გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს. ეს სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის, ეს არის ერთი პრობლემა და მეორე - დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. როდესაც სახელმწიფო რაიმეს აფინანსებს, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა დასახული. სახელმწიფო ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის დღეს არავითარი კავშირი არ არსებობს. ესეც საჭიროებს გამოსწორებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანები, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით, გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე.

„მეხუთე მიზანი ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. როგორც უკვე ითქვა, შრომის ბაზრის ანალიზს უნდა დაეფუძნოს კვოტების გადანაწილება უნივერსიტეტებზე და კერძო სექტორთან, ბიზნესთან თანამშრომლობით უკვე გვქონდა წინასწარი კონსულტაციები, მომზადდება სიღრმისეული ანალიზი, მომავალში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნება სწორედ ასეთ ანალიზს.

რაც შეეხება დაფინანსების სისტემას, ვფიქრობთ, რომ არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს. სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანები, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე. რა თქმა უნდა, ფინანსების განაწილების დროს, გათვალისწინებული იქნება, მათ შორის განსხვავებული ფინანსური საჭიროებები. მაგალითად მედიცინის ფაკულტეტზე თუ ჯდება უფრო ძვირი სტუდენტის მომზადება, მას მიეცემა უფრო დიდი დაფინანსება, ვიდრე მაგალითად, პირობითად იურიდიულ ან ეკონომიკურ ფაკულტეტზე თითოეული სტუდენტისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო