პრემიერი - ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესწილად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება - გვაქვს დეფიციტური მიმართულებები, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა

ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უსისტემობის პირობებში, ეს არ არის უზრუნველყოფილი.

„რაც შეეხება მესამე გამოწვევას, ეს არის უსისტემო საკადრო პოლიტიკა. ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. რეალურად, ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა, თუმცა უსისტემობის პირობებში, სამწუხაროდ, ეს არ არის უზრუნველყოფილი.

ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილებაც არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას ან მწყობრ სისტემას. ძალიან ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესწილად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, რაც, ბუნებრივია, სწავლების და კვლევის ხარისხზე პირდაპირ აისახება და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა.

ასევე, ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთ პირობებში ძნელია მოსთხოვო პასუხი კონკრეტულ პედაგოგებს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, სახელმძღვანელოების განვითარებაზე, კვლევაზე და ა.შ.

ჩვენ გვაქვს დეფიციტური მიმართულებები, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა, მაგალითად, ეს არის ტექნიკური დარგები, თუმცა არამარტო, სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა იმისათვის, რომ შეივსოს არსებული ვაკუუმი. ამისათვისაც არანაირი მწყობრი სისტემა არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი