ანდრეი სიბიგა - პუტინი „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხის განხილვამაც კი აიძულა, ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი აჩვენებს, თუ როგორ აიძულა უკვე პუტინი „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხის განხილვამაც კი ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა, - ამის შესახებ უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, რუსებს აღარ აქვთ არანაირი სტრატეგიული ინიციატივა და მათი ერთადერთი ინსტრუმენტი უკრაინის ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ტერორია.

„დასკვნა ისაა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცე ნაბიჯებით სვლა. ძალას ნამდვილად შეუძლია მშვიდობისთვის იმპულსის შექმნა. რუსებს აღარ აქვთ არანაირი სტრატეგიული ინიციატივა. ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც მათ აქვთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ტერორი და იმის იმედია, რომ ზამთარი შეიძლება მათთვის სასარგებლო იარაღად იქცეს. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი შემდგომი მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება. ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინს არ ჰქონდეს ილუზიები და მოუწევს ომის დასრულება“, - აცხადებს სიბიგა.

მისი საკმარისმა ძალამ და მონდომებამ შეიძლება მშვიდობა მოოტანოს ევროპაში, ისევე როგორც ეს მოხდა ახლო აღმოსავლეთში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს