რუსული მხარის ინფორმაციით, სოჭზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განხორციელდა, ქვეყნის 9 აეროპორტში კი შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის ქალაქ სოჭში ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები მოიგერია.

„ყველა სამსახური მაქსიმალურ მზადყოფნაშია მოყვანილი. მათ მუშაობას კოორდინაციას ქალაქის ოპერატიული შტაბი უწევს“, - განაცხადა სოჭის მერმა, ანდრეი პროშუნინმა.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა.

„სოჭში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. სარაკეტო შეტევის მოგერიება ხორციელდება. სოჭის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან უსაფრთხოების აუცილებელი ზომები. თუ სანაპირო ზოლთან ახლოს ცხოვრობთ, არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ გარეთ“, - აღნიშნა მერმა.

„ტელეგრამ“ არხმა Astra-მ სოჭიდან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროებიდან ტურისტების სარდაფებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომებზე ევაკუაცია განხორციელდა.

რუსული მედიის ცნობით, სოჭის აეროპორტის გარდა, შეზღუდვები კიდევ რვა აეროპორტში დაწესდა: კრასნოდარში, სამარაში, კალუგაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, ნიჟნეკამსკში, უფასა და იაროსლავში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!