გაიგე, რა უნარები სჭირდება დღეს წარმატებულ ანტრეპრენერს - მიიღე ცოდნა მსოფლიოს №1 ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მეწარმეობის კურსით

თუ დამწყები ან მომავალი ანტრეპრენერი ხარ და ფიქრობ, რომ მეწარმეობა შენი ცხოვრების ნაწილია, მაშინ SEU-ს მეწარმეობის კურსი შენთვისაა. ეს არის შანსი შეისწავლო მეწარმეობა მსოფლიოში №1 უნივერსიტეტის - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეთოდოლოგიით.

SEU-მ MIT მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული უნიკალური სამდონიანი სწავლების სასერტიფიკატო პროგრამა შეიმუშავა. სწორედ ამ პროგრამის პირველი მოდულია გათვლილი დამწყები და მომავალი ანტრეპრენერებისთვის. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შექმნას საკუთარი ბიზნესი ან ისწავლოს, როგორ ფიქრობენ წარმატებული მეწარმეები. სწავლა შეუძლიათ მათ, ვისაც უკვე აქვს ზოგადი ცოდნა ანტრეპრენერობაზე და მისი გაღრმავება სურს და მათაც, ვისაც არ აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ რა არის მეწარმეობა. პირველი მოდულის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:

  • მეწარმეობის ძირითად პრინციპებსა და პროცესებს;
  • ინოვაციებსა და მეწარმეობას: ახალი იდეების კომერციალიზაციას;
  • ბიზნესის კონცეფციის შექმნასა და განვითარების ეტაპებს;
  • ფინანსურ წიგნიერებას მეწარმეებისთვის;
  • მარკეტინგის საფუძვლების მოდულს Entry-Level სტარტაპერებისთვის;
  • მართვის მოქნილ მექანიზმებს, ლიდერობასა და სამეწარმეო კულტურას.

როგორც SEU-ში განმარტავენ, პროგრამის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან, როგორ გარდაქმნან იდეა პროდუქტად და როგორ შექმნან ინოვაციური ბიზნესმოდელი. პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და SEU-ს უკვე ჰყავს სტუდენტების პირველი თაობა რეგიონში, რომელმაც მეწარმეობა MIT-ის მოდელით ისწავლა. ერთ-ერთი მათგანი მერი გელაშვილია. როგორც მერი აღნიშნავს, მისთვის პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სამეწარმეო პროექტი ჯერ არ დამიწყია, კურსმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა როგორც აზროვნების, ისე მოტივაციის თვალსაზრისით. პროგრამამ დამანახა, რომ ინოვაციური იდეის შექმნა შესაძლებელია სტრუქტურირებული მიდგომით. ეს გამოცდილება გახდა მნიშვნელოვანი საწყისი წერტილი ჩემი სამეწარმეო გეგმებისთვის. MIT-ის მეთოდოლოგიამ გამიძლიერა თავდაჯერება, გამიჩინა უფრო მკაფიო ხედვა, როგორ უნდა გადავაქციო იდეა რეალურ ბიზნესად და რა ნაბიჯებია ამისთვის საჭირო. ყველაზე შთამაგონებელი ჩემთვის იყო იმის გააზრება, რომ მეწარმეობა მხოლოდ კარგი იდეის ქონა კი არა, სისტემური და გააზრებული პროცესია.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მომხმარებელზე ორიენტაციის პრინციპი, თუ როგორი მნიშვნელოვანია მოუსმინო ადამიანებს, გაიაზრო მათი რეალური პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშაო შესაბამისი მოგვარების გზა. ამ მიდგომამ სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა ინოვაციებზე და დამარწმუნა, რომ სწორი გეგმითა და ნაბიჯებით ნებისმიერი იდეის რეალიზება შესაძლებელია,“ - აღნიშნავს მერი გელაშვილი.

სასწავლო პროგრამას MIT GLEEN SEU Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship ახორციელებს. SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის შექმნის პროცესშიც განხორციელდა აკადემიური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), რომლის ფარგლებშიც SEU-ს აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული მოდულები ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის სხვა დამფუძნებლებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ MIT, რომელიც 1861 წელს დაარსდა, წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში. QS World University Ranking-ის 2024 წლის მონაცემებით, MIT პირველ ადგილს იკავებს როგორც უნივერსიტეტების ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით და გამოირჩევა წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების მაღალი მაჩვენებლით. ეს გახლავთ ადგილი, სადაც ინოვაციები იღებს სათავეს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ეკუთვნით ასობით წარმატებული საერთაშორისო სტარტაპი და ბიზნეს ინიციატივა, რომლებიც დღეს მსოფლიოს ეკონომიკურ რუკას ცვლიან. MIT-ის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიები წლიურად თითქმის 2 ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.

სასწავლო პროგრამა 6 კვირიანია და ის 3 ნოემბერს იწყება. კურსდამთავრებულები SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის პრესტიჟულ სერტიფიკატს მიიღებენ. სწავლის ღირებულება 1250 ლარია. წარმატებული კურსდამთავრებულები SEU-ს ტექ და სამეწარმეო ცენტრში გაივლიან სტაჟირებას.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო