კახა კალაძე - განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებულიც

რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება მოხდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც განათლების სისტემაში დაანონსებული რეფორმები შეაფასა.

მისი თქმით, განათლების სისტემაში ცვლილებები ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა.

„რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება მოხდეს. პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში.

მგონია, ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის აღნიშნული მიმართულება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივცეთ შესაძლებლობა ღირსეული განათლება მიიღონ. შემდეგ ყველაზე მთავარი რაც არის - განათლებამიღებული ადამიანების ცოდნა გამოვიყენოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამას სჭირდება განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები და ადამიანები. შესაბამისად, განათლების რეფორმის განხორციელება იმ ფორმით, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა პრეზენტაციაზე, და მან დააფიქსირა, რომ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია საზოგადოებასთან გაგრძელდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი