მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე - ყველაზე უკეთ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია

ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში, გილოცავთ ვეტერანის დღეს! ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ყველაზე რთულ დროს დაიცავით ჩვენი სამშობლო. დღევანდელი დღე, რომელიც ქართველ ვეტერანებს გეკუთვნით, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ, იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც გმირულად იცავდით და დღემდე იცავთ,-ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ფასი ყველაზე უკეთ ვეტერანებმა იციან.

„ჩვენ პატარა, მაგრამ ღირსეული და ამაყი ერი ვართ, რომელმაც კარგად იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ, მრავალსაუკუნოვანმა ქარტეხილებმა, ისიც კარგად გვასწავლა, რომ ქართველი კაცისთვის აღნიშნული ცნებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა - მშვიდობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს, ხოლო მშვიდობის დაცვა, საკუთარ თავში, თავისუფლების დაცვასაც მოიაზრებს. ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ. თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის გვახსოვდეს თქვენი თავგანწირვა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ცოდნა თქვენი გმირობის შესახებ, რადგან ჩვენი შვილების სწორი ღირებულებებითა და ფასეულობებით აღზრდა, მათში ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, საქართველოს ნათელი მომავლისა და მყარი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ვეტერანების გვერდში დგომაა. მიხეილ ყაველაშვილმა მათ ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი თქვენს გვერდში დგომაა, რაც უკვე არაერთი წელია, საქმით დასტურდება. თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მფარველი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა