ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში - არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს

არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინფორმაციას რომ „საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მოკვლევა დაიწყო“.

მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ პეტერ ფიშერი პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული.

„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა და ძალიან კარგია რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დანარჩენი ყველაფერი არის ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი