პრემიერ-მინისტრის მიერ განათლების ეს დაანონსებული რეფორმა, რა თქმა უნდა, სათავეს დაუდებს საქართველოში იმ ძირეულ განათლებას, რომელიც დაიწყება საბაზისოდ სკოლებიდან და გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში - ყველა ჩამონათვალი, რომელიც ითქვა, ემსახურება იმას, რომ საქართველომ განათლებული მოქალაქე და პროდუქტიული შედეგი მიიღოს, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განათლების სისტემაში დაანონსებული რეფორმები.
მისი თქმით, ეს ის რეფორმა იქნება, რომელიც სათავეს დაუდებს საქართველოში სწორ მიმდინარეობას.
„განათლების სისტემაში პრობლემები და გამოწვევები იყო და დღემდე არსებობს. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იქიდან, რომ გარკვეული ტიპის გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმები და პლატფორმები არ იყო. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების ეს რეფორმა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე მაღალი ხარისხით შეასრულებს - რა თქმა უნდა, სათავეს დაუდებს საქართველოში იმ ძირეულ განათლებას, რომელიც დაიწყება საბაზისოდ სკოლებიდან და გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში. დაანონსებული რეფორმა ოპტიმალური ვარიანტია.
ყველა ჩამონათვალი, რომელიც ითქვა, ემსახურება იმას, რომ საქართველომ განათლებული მოქალაქე და პროდუქტიული შედეგი მიიღოს. ეს არის მოცემულობა, ამიტომ, ბუნებრივია, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს, შეიძლება რამდენიმე წელსაც, მაგრამ სამაგიეროდ ეს ის რეფორმა იქნება, რომელიც სათავეს დაუდებს საქართველოში სწორ მიმდინარეობას”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, რომელიც სკოლებში 11-წლიანი სწავლების კრიტიკას შეეხებოდა, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან განათლების რეფორმაზე კრიტიკა კომენტარსაც არ საჭიროებს, რადგან მათ „მოღრეცილი, უკუღმა აზროვნება აქვთ”.
„სამწუხარო მოცემულობაა, რომ “ნაცმოძრაობაში” მოღრეცილი, უკუღმა აზროვნებაა. რაც კარგია, მათ შორის ევროპული ტრადიციების მიხედვით, მათთვის ეს მიუღებელია, რადგან ასე უნდათ, რომ აზროვნებდნენ. საქართველოსთვის კარგი არაფერი არ არსებობს. სწორი ფორმულირება იქნება: “რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი “ნაცმოძრაობისთვის”. ეს არის მათი დევიზი, რასაც არც მალავენ. ასე რომ, მათი მხრიდან განათლების რეფორმაზე კრიტიკა, კომენტარსაც არ საჭიროებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.